რუსთავი 2-ის საქმე

Freedom House: ძალიან შეშფოთებული ვართ რუსთავი 2-ზე შექმნილი ვითარების გამო

ჩვენ აქ, Freedom House-ში, ძალიან შეშფოთებული ვართ რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მფლობელობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე წელია, ვაკვირდებით ამ საქმეს. ადრეც გამოვხატეთ შეშფოთება, თუ როგორ გახდა ეს საქმე ღია პოლიტიკური ზეწოლის საგანი ხელისუფლების მხრიდან. სასამართლო პროცესზე ასეთი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და, როდესაც საქმეში ჩართულია მედიაკომპანია, ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ უფრო მყარდება. ამ შემთხვევაში და ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ მიჰყვებიან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს, რომლის შედეგიც არის კრიტიკული მედიის პოტენციური დახურვა.

Freedom House-ის პროექტების დირექტორი, ნეით შენკანი რუსთავი 2-თან საუბარში. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები