რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია რ2-ზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტელევიზია იყოს კრიტიკული და ობიექტური

ტელევიზიის მესაკუთრის ცვლილება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს, შეილახოს და რაიმე კითხვის ნიშნები აქ უნდა გაჩნდეს? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზია იყოს კრიტიკული და ობიექტური.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს. 2 მარტს სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები