რუსთავი 2-ის საქმე

თარგამაძე: ენმ-ის დროს მედია იზღუდებოდა, ამის მცდელობა ისევ წარმატებით დაგვირგვინდა

ნაციონალური მოძრაობის დროს იზღუდებოდა პრესა, მედია და საზოგადოების გონებაზე კონტროლი „წარმატებით“ ხორციელდებოდა. დღეს ამის მცდელობა ასევე წარმატებით დაგვირგვინდა „საამაყო“ ქართული სასამართლო მოღვაწეების მხრიდან, ხელისუფლების ზეწოლით, ამჯერად უკვე რუსთავი 2-თან მიმართებაში.

"ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ყოფილი ლიდერი და ტელეკომპანია "იმედის" პოლიტიკური პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი თარგამაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. თარგამაძე 2 მარტს, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

კომენტარები