დევიდ კრამერი R2-ზე: ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრობლემებს შეუქმნის

ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და მოვლენების სამწუხარო განვითარება საქართველოსთვის. ეს საკითხი საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატების მხრიდან ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ იყო. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ პრობლემა მოგვარებას საჭიროებს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრობლემებს შეუქმნის მედიის თავისუფლების კუთხით. ამას საერთაშორისო საზოგადოება აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.

თუ მთავრობა ჩარევას გეგმავს, სწორედ ახლა არის ამის დრო, დაარწმუნოს ახალი მფლობელი, უარი თქვას ტელევიზიაზე. ძალიან ცუდად ჩანს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ, მეორე დღეს მიიღო.

ორგანიზაცია Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით დევიდ კრამერი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. [რუსთავი 2-ის თარგმანი].
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები