რუსთავი 2-ის საქმე

ვოლსკი: სანამ არ გაირკვევა რუსთავი 2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს

ეს არის მკვეთრად არასწორი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ასეთ ვითარებაში, სანამ არ გაირკვევა რუსთავი 2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი იგრძნოს მოტყუებულად საქართველოს მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ.

ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი, იაცეკ სარიუშ ვოლსკი რუსთავი 2-თან დაკავშირებით ამავე ტელეკომპანიასთან საუბარში. [რუსთავი 2-ის თარგმანი].

კომენტარები