საქართველოს პრეზიდენტი

სესიაშვილი: პრეზიდენტს ეწყინა, რომ პირდაპირ არ ვნიშნავთ პირდაპირი წესით არჩევნებს

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საკონსტიტუციო კომისიას, აქ არ არის საუბარი ქართულ ოცნებაზე და ხელისუფლებაზე. კომისიაზე მეტნაკლებად ვთანხმდებით, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი, იმის შემდეგი კი უკვე არაპირდაპირი წესით დაინიშნოს. ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილს არ დაეწყო პოლიტიკური სპეკულირება. პრეზიდენტს ერთგვარად ეწყინა კიდეც, რომ ჩვენ პირდაპირ არაპირდაპირი წესით არ დავნიშნეთ და მხარს არ ვუჭრთ ამ მიდგომას. ეს მოლოდინი რომ არ გაუმართლდა, მაინც ამ სპეკულაციის გზით წავიდა, რაც ძალიან სამწუხაროა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს აკრიტიკებენ. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, რასაც საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, პრეზიდენტის ვინაობითაა განპირობებული.

კომენტარები