საქართველოს პრეზიდენტი

აბაშიშვილი: კონსტიტუციით პირდაპირ ხასიათის გამოვლენა ხომ არ ავკრძალოთ?

დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე. თუ ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისათვის?

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი განაგრძობს "არაკორექტული განცხადებების კეთებას", შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევის წესი მომავალ წელსვე შეიცვალოს.

კომენტარები