რუსთავი 2-ის საქმე

აბაშიშვილი კობახიძეს: ვინმეს გონია "ჩემი საქართველო" რომელიმე ერთი პარტიის პატენტია

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერ მივხვდი რას ნიშნავს საქართველოს გამარჯვება? რუსთავი 2-ის როდის მერე არ არის საქართველოს მედიასივრცის ნაწილი? ქართველი ხალხი როდის აქეთ არ წარმოადგენს საქართველოს? რას ნიშნავს საქართველოს გამარჯვება? ვინმეს მართლა გონია რომ "ჩემი საქართველო" რომელიმე ერთი პარტიის პატენტია? .... მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები, მე არ ვიცი, რა კომენტარები შეიძლება მოყვეს ამას. საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ევროპული არჩევანი და საქართველოს დემოკრატიული არჩევანი და საქართველოში სიტყვის თავისუფლების გამარჯვების

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კობახიძეს სჯერა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებული გამოვა საქართველო, იმიტომ რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს

კომენტარები