რუსთავი 2-ის საქმე

ჟორჟოლიანი: რ2-ის საქმის პარალელურად, მიმდინარეობს საქმე ენმ საქართველოს წინააღმდეგ

არ დადასტურდა [რომ ეს იყო არა ორ სუბიექტს შორის დავა, არამედ გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლა]. სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს სწორედ იმის თაობაზე, თუ როგორი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამაში ცუდი არაფერია, მეტ ლეგიტიმაციას შეიძენს საბოლოო ჯამში სასამართლო გადაწყვეტილება მესაკუთრეთა თაობაზე. ჩემი აზრით, აქ არის ორი საკითხი, რომლებიც ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ერთი არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მესაკუთრეების საკითხის განხილვა. ორივე მესაკუთრის დროინდელი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მათ შეუძლიათ ეს პოლიტიკა გააგრძელონ, ისევე, როგორც მე შემიძლია ეს გავაკრიტიკო. მეორე საკითხია ის, რომ იმავდროულად მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კამპანია სტაბილურობისა და საქართველოში ვითარების ნორმალიზების წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ რევანშისტული პოლიტიკის წარმართვას. მე მინდა მოვუწოდო ჟურნალისტებს, საზოგადოებას, არასამთავრობოებს, ხალხს, რომ ძალიან ფხიზლად იყვნენ და კარგად გაარჩიონ ეს ორი საქმე ერთმანეთისგან. მიმდინარეობს პოლიტიკური საქმე - ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ტაბულას კითხვაზე, დადასტურდა თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის არა ორ სუბიექტს შორის დავა, არამედ ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

კომენტარები