რუსთავი 2-ის საქმე

კელი: მედიაპლურალიზმი აუცილებელია დემოკრატიის განვითარებისთვის

ყოველთვის ძალიან თანმიმდევრულად ვაკვირდებით ამ საქმის სამართლებრივ მიმდინარეობას. როგორც უკვე რამდენიმეჯერ მითქვამს, ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენი აზრით, საქართველო მთლიან რეგიონში არის დემოკრატიის განვითარების ძალიან კარგი ნიმუში. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ გვინდა, რომ მას ჰქონდეს კონტროლისა და ბალანსის ძირეული ელემენტები, როგორც ეს ყველა სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოშია. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის მედიაპლურალიზმი, შესაძლებლობა, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ამ საქმეზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები