კალაძე: ირაკლი კობახიძის განცხადება იყო ცოტა ემოციური, თუმცა მისი მესმის

მე ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას და ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის [კობახიძე] განცხადებაც მე მოვისმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც კონკრეტულად იცის ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი, რომელი იქნება წარმოდგენილი და მიღებული, იქნება ძალიან გამართული.

საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას - რამდენად შეიძლება გახდეს პრეზიდენტის არჩევის წესის უახლოეს მომავალში ცვლილების საფუძველი გიორგი მარგველაშვილის კრიტიკული განცხადებები. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, პარლამენტი არაპირდაპირი წესით არჩევნების მომავალ წელსვე ჩატარებაზე იფიქრებს.

კომენტარები