სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

კალაძე: არსებობს საკონსტიტუციო კომისია, პრეზიდენტი ვის შეხვდება, საინტერესო არაა

არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. ასე რომ, პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს კომისია საბოლოოდ.

ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პრეზიდენტის სასახლეში დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავს. შეხვედრაზე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც. თუმცა, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით, გიორგი მარგველაშვილი უპირისპირდება საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას.

კომენტარები