რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე მედიაზე: ვაჩვენეთ სრულიად მსოფლიოს, თუ როგორი ლიბერალური მიდგომები გვაქვს

ჩვენ არა მხოლოდ ლაპარაკით, საქმით დავამტკიცეთ და ვაჩვენეთ სრულიად მსოფლიოს, თუ როგორი ლიბერალური მიდგომები გვაქვს და ჩვენთვის მედიის პლურალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არის რაიმე ხარვეზი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. უბრალოდ, ის, რომ თითქოს მედია არის ტერორის ქვეშ, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი. ჩვენ მივესალმებით მედიაპლურალიზმს საქართველოში.

ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება.

კომენტარები