პაპუაშვილი TI-ს კვლევაზე: სიცოცხლეს ვწირავდი და თანხას ვერ შევწირავდი გამარჯვებას?

როგორი ჩამორჩენილები ხართ, რა გჭირთ? ეს საერთაშორისო გამჭირვალობა... აგვისტოში, თუ როდის იყო, ახლა რა დროს ამაზე ლაპარაკია? ჩემი შემოსავალი დათვალეს მაგ დროს? ვინ დათვალა? მე თუ კანონი დარღვეული მაქვს, კანონმა მაგებინოს პასუხი. ეს შვიდი წლის წინანდელ იმაზეა. რა დროს ეს თემებია. მე სიცოცხლეს ვწირავდი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა შეცვლილიყო და თანხას ვერ შევწირავდი გამარჯვებას? არ მაინტერესებს, რა უწერიათ. კანონმა მომთხოვოს პასუხი და არა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელიც ჩემთვის არანაირ ავტორიტეტს წარმოადგენს. მიხვდით? კარგად გაგეცით პასუხი? როგორ გიპასუხოთ იმაზე, ქართულ ოცნებას რატომ შეწირეთ თანხაო? რატომ არ მეკითხებოდით, რატომ ვწირავდი თავს ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის დროს? 

ნეტგაზეთის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი TI-ის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, მან 2016 წლის არჩევნების წინ, თავისი წლიური წმინდა შემოსავლის 184% ქართულ ოცნებას შესწირა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები