პოლიტიკური პარტიები

ხალვაში TI-ის კვლევაზე: არ განვიცდი თანხის და შემოსავლების ნაკლებობას

არ ვიცი, მანდ მგონი საეჭვო და გასაკვირი არაფერი არ არის. ვარ ამ პარტიის წევრი, მაქვს შემოსავალი, ვწირავ რამდენსაც მინდა და როგორც მინდა. მით უმეტეს, კანდიდატიც ვიყავი და ვღებულობდი მონაწილეობას. რაც შეეხება დანაზოგებს, მქონდა დანაზოგი და შევწირე. ოჯახში სხვა წევრებიც მყავს, რომლებიც მუშაობენ. ასე რომ, მაქვს საკმაოდ... ჩემი ხელფასი შემიძლია, როგორც მინდა, ისე განვკარგო. ყოველ შემთხვევაში, არ განვიცდი თანხის და შემოსავლების ნაკლებობას.

უმრავლესობის დეპუტატი ფატი ხალვაში TI-ის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, მან 2016 წლის არჩევნების წინ ქართულ ოცნებას 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ია.

კომენტარები