მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე: უწმინდესს დეკანოზი გიორგის თავდებით გამოშვება უნდოდა. გადაარწმუნეს

[როდესაც უწმინდესი ჩამობრძანდა] ჩვენ მას შევხვდით მღვდელმთავრები და ჩვენამდე მან მოუსმინა დაკავებული დეკანოზის ადვოკატებს. უწმინდესს ჰქონდა ასეთი აზრი, რაც ერთი კვირით ადრე იყო ჩემ მიერ გაჟღერებული, რომ იქნებ, თავდებით გამოვიდეს მამა გიორგი, გამოძიება გაგრძელდეს და დაველოდოთ გამოძიებას. მაგრამ ჩემ გარდა, ერთსულოვნად გამოხატეს აზრი, რომ ეს ძალიან საშიში იყო; რომ შეიძლებოდა, მამა გიორგის ლიკვიდაცია მომხდარიყო, თუ ის გამოვიდოდა ციხიდან და მე შევეცადე ამეხსნა, მაგრამ მაინც დაარწმუნეს პატრიარქი, რომ ეს იქნებოდა შეცდომა

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საუბრობს პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდგომ პერიოდზე წყარო: იმედის დრო.

კომენტარები