დაპირისპირება საპატრიარქოში

მეუფე პეტრე: მეუფე დიმიტრის ვუთხარი, რომ ამ შემთხვევაში დუმილი არ არის სწორი

ჩემს საჯარო გამოსვლებს და განცხადებებს მეუფე [დიმიტრი] არ იზიარებს, მაგრამ მე ვუთხარი, რომ მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დუმილი არ არის სწორი და ეს არის ჟამი, როდესაც ჩვენ სიმართლე უნდა [ვთქვათ]. ანუ ბრძოლა. [პატრიარქამდე ინფორმაციის მიტანის] ფუფუნება მეუფე დიმიტრის ნაკლებად აქვს. რა თქმა უნდა, თავის აზრს ეუბნება ყოველთვის, მაგრამ მთავარი საბოლოო გადაწყვეტილებაა და ჩემი შეხედულებით, შეფასებით, მეუფეს ნაკლებად აქვს ასეთი ბერკეტი

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საუბრობს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილის შესახებ წყარო: იმედის დრო

კომენტარები