აქცია ბათუმში

ნოდია: ოპოზიცია მთავრობას ამ უსინდისო საქმის კეთებაში არ უნდა დაეხმაროს

მე რომ ბიძინა ვიყო, მაქსიმალურად ჩავნერგავდი ოპოზიციაში ხალხს, ვინც ბევრს და ხმამაღლა იყვირებდა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება და რუსი ოლიგარქის მთავრობა რაც შეიძლება მალე უნდა დავამხოთ რევოლუციური გზით.

არ ვიცი, თვითონაც თუ მოიფიქრა უკვე ეგ, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ მოიფიქრა.

ორაზროვნება რომ არ დარჩეს, კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ბათუმის არეულობის რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის "შეტენვა" არის მთავრობის მხრიდან უკიდეგანო უსინდისობა. ოღონდ მთავრობას ამ უსინდისო ქმედებაში არ უნდა დაეხმარო.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები