აქცია ბათუმში

ბოკუჩავა: რაც მოხდა ბათუმში, ხელისუფლების უსუსურობამ გამოიწვია

უმრავლესობა აბსოლუტურად ყველაფერს აბრალებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 5 წელია, ამაზე მეტს ხელისუფლების მხრიდან, საერთოდ ვერაფერს ვისმენთ. იქნებოდა ეს - ყოფილი პარლამენტის წევრის, გიორგი თარგამაძის მანქანის აფეთქება წინასაარჩევნოდ თუ ლარის კურსი. ფაქტიურად, ხელისუფლება ყველაფერს ენმ-ს აბრალებს. ეს სასაცილო იქნებოდა, რომ არ იყოს ტრაგიკული ჩვენი ქვეყნისთვის. ვნახეთ, რომ ხელისუფლების ასეთმა უსუსურობამ, უპასუხისმგებლობამ გამოიწვია ის, რაც მოხდა ბათუმში, რომ არ მოხდა დროული რეაგირება. ძალადობა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აღკვეთილი და ეს პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა, 11-12 მარტს ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე

კომენტარები