აქცია ბათუმში

ბოკერია: გვყავს მთავრობა, რომლის ამოცანაც არის, ემსახუროს ერთ ადამიანს

მთავარი პრობლემა, რომელიც აქამდეც ცნობილი იყო და კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ [ბათუმში განვითარებულმა] მოვლენებმა, არის, რომ გვყავს მთავრობა, რომლის ამოცანაც არის, ემსახუროს ერთ ადამიანს, რომლის არაფორმალური კონტროლის ქვეშაც არის ის [მთავრობა]. სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან მას, პოლიციელებს და ყველა ინსტიტუტს მუდმივად აიძულებენ, რომ იყოს მის სამსახურში და არა კონსტიტუციის და საზოგადოების სამსახურში. ეს არის უუნარო, ყოველგვარი ხედვისა და ნების გარეშე არსებული ხელისუფლება, აქედან მოდის ყველა პრობლემა - ეკონომიკიდან დაწყებული უსაფრთხოებით, კრიმინალით, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებით, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციების დასუსტებით და ყველა მიმართულებით. ეს არის სახე ამ ხელისუფლების. სამწუხაროდ, ეს მძიმე სურათი გვაჩვენა ბათუმის მოვლენებმაც

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ. ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემაში - ხალხის პოლიტიკა.

კომენტარები