გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: მამა გიორგის თქმით, ვიდეოჩანაწერში რასაც ამბობს, მისი ხუმრობაა

მთელი ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდის ბრალდებული, ეს არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. როდესაც ჩვენ უტყუარი მტკიცებულებები გავასაჯაროეთ, ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმოთ, გაეცნო, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, უკვე ახალი ვერსია მოიფიქრა ბრალდებულმა, ის აღნიშნავს, რომ, ყველა ის ტერმინი, ის ფრაზა, რაზეც ის საუბრობს ამ ჩანაწერებში, თითქოს ეს იყო მისი ხუმრობა. იმდენად აბსურდული და დაუჯერებელია, რომ ალბათ, ამაზე შემდეგ საზოგადოებაც იმსჯელებს.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ.

კომენტარები