აქცია ბათუმში

სუბარი აქციაზე: გავიხსენოთ, რომ სააკაშვილი არჩევნების წინ არეულობისკენ მოუწოდებდა

როცა ლაპარაკია ბრალდებებზე ნაციონალური მოძრაობის მიმართ, არცერთი ასეთი კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა. თუ ვლაპარაკობთ ზოგად სურათზე, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც არჩევნების წინ პირდაპირ მოუწოდებდა არეულობისკენ, ძალადობისკენ, გვახსოვს სატელეფონო ჩანაწერებიც, საჯარო გამოსვლებიც. ეს ყველაფერი ჯდება მათ ხელწერაში. ისიც კარგად უნდა გავიხსენოთ, იქ რომელი ლიდერები მონაწილეობდნენ, ვინ გეგმავდა მხარდამჭერ აქციებს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვაგან. ეს ყველაფერი საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, საკმარისია პოლიტიკური სახის გამოსავლენად, ვის აწყობდა ეს არეულობა, თუმცა სისხლისსამართლებრივ ბრალდებებამდე ამ ეტაპზე არ მიდის საქმე. ამას გამოაჩენს გამოძიება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარი ბათუმში 11-12 მარტს გამართულ აქციაზე.

კომენტარები