რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე: აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების სისტემაზე

ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება. კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ათწლეულების განმავლობაში, არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას, გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმსა და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართული სამართლებრივი სისტემისაგან.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება ეროვნული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების დაბრკოლებას, რომლებითაც ცალკეული მესაკუთრეეების ქონებრივი უფლებები ისედაც დიდი ხნის დაგვიანებით აღდგა

იუსტიციის საბჭოს წევრი, ევა გოცირიძე რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები