რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი: კითხვები სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ევროპულ მომავალზე დარტყმაა

საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ სტანდარტსა და რუსულ სტანდარტს შორის. 1999 წელს ჩვენ უპირობოდ შევუერთდით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითიც განვაცხადეთ, რომ ვიზიარებთ და მზად ვართ, დავიცვათ ევროპული ფასეულობები. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე. დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში არასოდეს, არცერთ მთავრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე.

 

პრეზიდენტის სპიკერი ეკა მიშველაძე რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

კომენტარები