რუსთავი 2-ის საქმე

ჯეჯელავა: უსაფუძვლოა ECHR-ის მოსაზრება, რომ შესაძლოა, სიტყვის თავისუფლება დაზარალდეს

კერძო დავად ვთვლით, იმიტომ, რომ არის დავა ორ სუბიექტს შორის და ყველა ასეთი დავა კერძო დავაა. რაც შეეხება სტრასბურგის მოსაზრებას, რომ ამ კერძო დავის შედეგად შეიძლება დაზარალდეს სიტყვის თავისუფლება, ჩვენ ვთვლით, რომ ეს მოსაზრება არის უსაფუძვლო. ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი სხვა კრიტიკულად განწყობილი და თავისუფალი მედიასაშუალებაა და არცერთი მათი საკუთრება არ უკავშირდება მათი სარედაქციო თავისუფლების საკითხს.

On.ge-ს ცნობით, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსთავი ორის საქმის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები