არავის არ უნდა რუსთავი 2 კაცო, რუსთავი 2 რომ გვინდოდეს, ლიცენზიას მივცემდით 2013 წელში? მაგრამ თქვენ შეხვედით იმ ველში, რა ველიდანაც არ გინდათ ხალხს უთხრათ სიმართლე. დაგამარცხეთ კიდევაც არჩევნებზე. თქვენი ტელევიზია ხომ არ არის ობიექტური ტელევიზია, თქვენი ტელევიზია კრიტიკულია, მაგრამ ობიექტური ხომ არ არის. თქვენ ხართ პარტიული ტელევიზია, ყველამ იცის, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, პარტიულ ტელევიზიასაც აქვს არსებობის უფლება. 2012 წელსაც დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა თავისი ტელევიზიებით, 2016 წელს დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა თავის ტელევიზიით. რაც შეეხება სასამართლო დავას, ეს პირიქით, გვაწყობს ჩვენ. არ აწყობს რუსთავი 2-ის ხალხს, გვარამია გაშანტაჟებთ და იმიტომ. გვარამიამ რა ქნა იცით? 5-მილიონიანი ხელშეკრულება დადო საკუთარ თავთან, რომ თუ გამათავისუფლებთ, 5 მილიონი უნდა გადამიხადონ პირგასამტეხლოო. ხალვაშისთვის ნახევარი მილიონი უნდა გადაეხადათ და ის არ გადაუხადეს, იძახით წართმეული არ არისო. ერთი პარტია კი არა, 9 პარტია გიდგათ უკვე ზურგს უკან. გვარამია შეკრიბავს ამ სტუდიაში, მისცემს მითითებას და გამოუშვებს მიტინგზე, ყველამ იცის ახლა ეს ამბავი უკვე.
tbl.ge/28lx
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ტელეკომპანიის საქმის შესახებ საუბრობს.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე