ბარამიძე: მინიმუმ ამ ეტაპზე, დეკრიმინალიზება ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა

დეკრიმინალიზება მინიმუმ ამ ეტაპზე იქნებოდა მეტისმეტად წინდაუხედავი ნაბიჯი, მაგრამ რაც შეეხება ლიბერალიზაციას, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ... გავიხსენოთ, მაგალითად, რომ გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და შენახვა/შეძენას შორის. გაუქმდა ვალდებულება სამედიცინო პერსონალისადმი, რომ ზედოზირების შემთხვევაში შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს ამგვარი ფაქტის შესახებ. ასევე, გვაქვს ინიციატივა, რომლის თანახმადაც, გაუქმდება მარიხუანისა და მცენარე კანაფის გარკვეული ოდენობის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ არ მივდივართ დეკრიმინალიზების მიმართულებით, ვსაუბრობთ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის შემსუბუქებასა და მცირე დოზის შემთხვევაში, მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით, საპატიმრო სასჯელისა და ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებაზე.

ლიბერალის ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე.
მოკლე ბმული: