ფარული მოსმენები

ბესელია მოსმენების კანონზე: რასაკვირველია, ამ კანონს მივიღებთ

რაც არ უნდა ეწეროს იმ შენიშვნებში, დისკუსიის დრო არ დატოვა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ ეს არის ამ თვის ბოლო სასესიო კვირა. სხვა სასესიო კვირა აღარ გვრჩება, შემდეგ უკვე კანონი ძალაში უნდა იყოს შესული. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

როდესაც დღეს იგზავნება ვეტო, ეს იმას ნიშნავს, რომ დისკუსიის დრო, უბრალოდ, აღარ არის. რასაკვირველია, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და ქვეყანას არ დავტოვებთ საფრთხეების წინაშე.

არც ისაა საამაყო, ვეტოს დადების რაოდენობას თუ დაითვლის პრეზიდენტი. არ მგონია, რომ ეს იყოს კარგი ტონის მაჩვენებელი. გერმანიასაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა და აბა, იკითხეთ, როდის გამოიყენა პრეზიდენტმა ეს შესაძლებლობა.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია მოსმენების კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.

კომენტარები