დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

კობახიძე: არ უნდა დავუშვათ სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაცია

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და განსაკუთრებით, პოლიტიკოსები, გარანტია უნდა ვიყოთ იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ ისარგებლონ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთით, რასაც სახელმწიფო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ოჯახებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და არ უნდა დავუშვათ, არც ერთი სახით, სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაცია ნებისმიერ დონეზე. ჩვენ თანასწორნი ვართ! 
ჩვენ, პოლიტიკოსები, თქვენი მეგობრები ვართ. ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

კომენტარები