ე.წ. მოსმენების კანონი

ბაქრაძე ე.წ. მოსმენების კანონზე: ქართული ოცნება რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში

დღეს, ქართული ოცნება იღებს კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგება სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, საკონსტიტუციო სასამართლო. ანუ, ქართული ოცნება რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში და ძალიან დიდი სამომავლო პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა მოიტანს მომავალში. ამიტომ, დღევანდელი საპარლამენტო დებატის მთავარი თემაც და ვეტოს მთავარი თემაც ის არის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, თუ რამდენად მარტო დარჩა ქართული ოცნება და რამდენად ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიდის დღეს ხელისუფლება

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე

კომენტარები