ნარკოპოლიტიკა

ზოიძე: იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მხარს დაუჭერს

ნარკოტიკი ნარკოტიკია. კლუბურ ნარკოტიკს დავარქმევთ თუ არაკლუბურს - ნარკოტიკია, მოაქვს თავისი ზიანი. ჩემი აზრით, მოხმარების მიზნით საპატიმრო სასჯელი არ უნდა იყოს მიყენებული. ეს არის ის მიმართულება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას. მხოლოდ რეპრესიული მიდგომა არ ამართლებს. ნარკომომხმარებლები რეაბილიტაციას საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას და არა საპატიმროებში გამოკეტვას

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ტაბულას კითხვაზე - თვლით, თუ არა, რომ ნარკოპოლიტიკა გადასახედი? და თვლით თუ არა, რომ ადექვატურია კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის სასამართლოს მიერ პირისთვის 8 წლის შეფარდება?

კომენტარები