ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას.
tbl.ge/297s
დაკოპირდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ულოცავს.
ამავე თემაზე
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან
- კასტანერი: თუ არ ვიმუშავეთ ამაზე, შეიძლება ხვალ შეგეზღუდოთ თავისუფალი წვდომა ევროპასთან
- კობახიძე: დარწმუნებული ვარ გართულებები არ გვექნება და ვიზალიბერალიზაციას შევინარჩუნებთ
- წულუკიანი: ბოლო დროს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა
- მარტში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი ავსტრიამ უთხრა