IRI-ის კვლევა

ჟორჟოლიანი: რეალური კვლევებით, არ მგონია, ყველაზე სანდო პოლიტიკოსი პრეზიდენტი იყოს

რეალური კვლევები რომ ჩატარდეს, არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ყველაზე სანდო პოლიტიკოსი იყოს პრეზიდენტი. ეს არჩევნები ჩატარდა, რა თქმა უნდა, სამართლიანად, ამდენად მე მგონია, რომ იმის მერე შესაძლოა, ოდნავი ცვლილება არის რეიტინგებში, შეიძლება, გაუარესებული იყოს ცოტათი. მე ვერაფერს ვხედავ აქ სიახლეს მნიშვნელოვანს, რომ ამაზე ყურადღების მიქცევა ღირდეს.

ქართული ოცნების დეპუტატი გია ჟორჟოლიანი IRI-ს კვლევაზე, რომლის თანახმადაც, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი მოწონების მაჩვენებელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აქვს.

კომენტარები