თავდასხმა

კახიანი ხვედელიძეზე: სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ესეთი ფაქტი გამოიძიოს

მთავარი არის ის, რომ გამოძიება წარიმართოს და რაც შეიძლება მალე გახდეს გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. თვითონ ფაქტი არის ძალიან მძიმე, როდესაც ყოფილ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირზე ასეთი თავდასხმა ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ესეთი ფაქტი გამოიძიოს. თუკი რამე ესეთი მსგავსი ფაქტები ყოფილა, ყოველთვის სახელმწიფოს გამოუძიებია და, სამწუხაროდ, ესეთი შემთხვევები გვახსოვს. როდესაც მსგავსი ტიპის თავდასხმის ფაქტები ხდებოდა, სახელმწიფოს რეაქცია ყოველთვის იყო ადეკვატური

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის კომენტარი შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე თავდასხმის შესახებ.

კომენტარები