IRI-ის კვლევა

ცისკარიშვილი: ყველა ახლად დაფუძნებულ პარტიას პირველ ეტაპზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა

თუ გავიხსენებთ წინა პერიოდს ნებისმიერ ახლად დაფუძნებულ პარტიას (იქნებოდა ეს ალასანიას პარტია, პაატა ბურჭულაძე თუ სხვები), პირველ ეტაპზე მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე მოწონების რეიტინგებში პაატა ბურჭულაძეს საერთოდ ვერავინ ეჯიბრებოდა, მაგრამ ეს შემდეგ საარჩევნო ხმებში ვერ გადაითარგმნა. ჩვენ გაგვიხარდება, თუ ქართული ოცნების ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას  ექნება მაღალი მხარდაჭერა და კარგი რეიტინგი. ყველა ასეთ პარტიასთან, მით უმეტეს, თუ ის პროდასავლურია, ღია ვართ საუბრისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეიტინგი შეინარჩუნონ, გაზარდონ და არ დაემართოთ  ისე, როგორც ჩამოთვლილ პარტიებს დაემართათ, პაატა ბურჭულაძის, ალასანიას და ბურჯანაძის შემთხვევებში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი IRI-ის კვლევის შესახებ და პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის რეიტინგზე, რომელიც IRI-ის კვლევების მიხედვით აქვს პარტიას.

კომენტარები