ქუთაისის აეროპორტი

პრემიერი: ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაწყებულია და ის სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს. ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. მე არაერთხელ მითქვამს, როგორც ჩვენს გუნდში, ასევე საჯაროდ - ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ! ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი. ქუთაისი ისტორიულად იყო და არის კულტურული ცენტრი საქართველოსი და ის გახდება სატრანსპორტო ლოგისტიკური, ტურისტული ცენტრი.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში, აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.

კომენტარები