რუსთავი 2-ის საქმე

გიორგაძე R2-ზე: უბრალოდ, წარმოუდგენელია, აქ პოლიტიკური მოტივი იყოს

უზენაესი სასამართლოს შეფასებას მთხოვთ, რაც ბუნებრივია, ჩემი კომპეტენცია არ არის. ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ მთავრობა დისტანცირებული იყო და არის ამ პროცესისგან, ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. ბუნებრივია, როგორც არაერთხელ ითქვა, მთავრობა არ ერეოდა ამ პროცესში, შესაბამისად, პოლიტიკური მოტივი აქ უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ იყოს.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რუსთავი ორის საქმეზე. ცნობისთვის, ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მხარეებს გუშინ ჩაბარდათ.

კომენტარები