პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტი: მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას დევნიან მისი განსხვავებულობის გამო

მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება - ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო, მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას დევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცველები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როდესაც მისი პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა მას უკანონოდ უსმენენ. სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში, ყოველწლიური გამოსვლისას.

კომენტარები