სირია

კაპანაძე სირიაზე: აშშ-ის დარტყმა სამხედრო ბაზაზე ადეკვატური იყო

მე მგონია, რომ ეს დარტყმა, რომელიც ვაშინგტონმა მიაყენა იმ სამხედრო ბაზას, საიდანაც განხორციელდა ქიმიური შეტევა, იყო ადეკვატური, იქედან გამომდინარე, რომ ის დანაშაული, რომლიც ჩაიდინა ასადის რეჟიმმა იყო დანაშაული კაცობრიობის წინაღმდეგ და ასეთი რეაქცია არის სავსებით გამართლებული. უკეთესი იქნება თუ უფრო მეტი ჩარევა მოხდება, იმ მიზნით რომ ერთის მხრივ მოხდეს ასადის რეჟიმის კიდევ უფრო შეჩერება და ასეთი ტიპის დანაშაულებების არ დაშვება და მეორე, რუსეთის როლის შეკავება ახლო აღმოსავლეთში.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე აფასებს აშშ-ს გადაწყვეტილებას, მიეტანა საჰაერო იერიში სირიის სამთავრობო ძალებზე.

კომენტარები