პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

გოგიჩაიშვილი: რომ არა წინა ხელისუფლება, დღეს საქართველო იქნებოდა უკეთეს სიტუაციაში

მაშინ, როდესაც ვიყურებით აქეთა ფლანგზე, ჩვენ ყოველთვის გვახსენდება ის პრობლემები, ის რეალობა, რა რეალობაშიც ამ ადამიანებმა ეს ქვეყანა ჩააგდეს, რომ არა ეს ადამიანები, დღეს ამ ქვეყანაში იქნებოდა სხვა სიტუაცია, რომ არა ეს ადამიანები, დღეს საქართველოში და თბილისიდან 30 კილომეტრში არ იდგებოდნენ რუსული ტანკები, რომ არა ეს ადამიანები, მრავალი დედა და მრავალი მამა იცხოვრებდა ბედნიერად, რომ არა ეს ადამიანები, მრავალ ადამიანს შენარჩუნებული ექნებოდა კერძო საკუთრება, და რომ არა ეს ადამიანები, დღეს საქართველო იქნებოდა უფრო უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე ახლა ვიმყოფებით.

ქართული ოცნების დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე.

კომენტარები