ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ

რუსეთი მტრული სახელმწიფოა. გაზპრომი არის ამ სახლემწიფოს პოლიტიკური ინსტრუმენტი. ის ხელშეკრულება, რომელიც აქამდე საქართველოს ჰქონდა, იყო საქართველოსთვის მომგებიანი, ამას თქვენც აღიარებდით. ყველა ექსპერტი ამბობდა, რომ უმრავლესობა სატრანზიტო შეთანხმებებთან შედარებით ეს იყო ძალიან მომგებიანი შეთანხმება. 

თქვენვე ამბობდით, რომ წლებია რუსეთი ითხოვს ამ ხელშეკრულების შეცვლას თავისი ინტერესების სასარგებლოდ და საქართველო ახერხებდა ამ ხელშეკრულების შენარჩუნებას ყველაზე მძიმე წლებშიც კი. და ახლა, თქვენ ეს შეცვალეთ, ჩვენთვის მომგებიანი ხელშეკრულება შეცვალეთ რუსეთის მოთხოვნით. და ამის მერე, სურვილიც არ გიჩნდებათ, რომ მინისტრს დავუძახოთ და მოვუსმინოთ, იქნებ ვცდებით და თქვენ მართლები ხართ. რა იცით რომ ღირდა რუსეთთან ამ დათმობაზე წასვლა, სიადან იცით? ევროპულმა საქართველომ ფორმატიც კი შემოგთავაზეთ როგორ უნდა ჩაგვეტარებინა მოსმენა, ეგეც არ უნდა კალაძეს და არ აპირებს მოსვლას. ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ან ვერ შეძელით, ან არ შეძელით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ან იყო სხვა, კორუფციული ინტერესი, აბა სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. 

პარლამენტის სხდომაზე ამბობს ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლეებისთვის წევრი გიგა ბოკერია საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან კონტრაქტის ცვლილებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები