სასამართლო სისტემა

დოლიძე: არაერთი კვლევა მიანიშნებს, რომ ხალხი არ ენდობა ქართულ სასამართლო სისტემას

პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება მოსამართლეების დასაცავად, მაგრამ გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გავუსწოროთ თვალი რეალობას და ეს რეალობა არის ის, რომ არაერთი კვლევა, შიდა იქნება ეს თუ უცხოური, მიანიშნებს დღითიდღე, რომ ხალხის ნდობა სასამართლოს მიმართ არის მცირე, ხალხი არ ენდობა სასამართლო სისტემას და სხვათაშორის, ეს ხელისუფლების ის შტოა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სანდოობა და ავტორიტეტი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილის გამონათქვამები სასამართლო სისტემას აზიანებს.

კომენტარები