გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძე: მაცხოვრის მსგავსად, მეც მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე?

რატომ ვშიმშილობ? ამით ჩემს სულიერ ძმებს მინდა, შევახსენო - "არა ერთითა პურითა სცხონდების კაცი". ასევე, როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას - რად მიმატოვეო და მყისიერი პასუხი მიიღო მისგან, მეც მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს, დაძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება,  მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი. რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლებ ღვთის შეწევნით

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ კურიერს ციხიდან წერილი გამოუგზავნა.

კომენტარები