9 აპრილი

მარგველაშვილი: უმნიშვნელოვანესია არასდროს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ის ადამიანები

დღეს არის 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავი და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ არასდროს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ის ადამიანები, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე ასე თავდადებით იცავდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას. დღეს ასევე არის მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალურად გაფორმება შესაბამისი აქტით და ეს არის ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღე.

გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

კომენტარები