რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე: რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა იყო

იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის [რუსთავი 2-ის] ირგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განხილული იქნას როგორც ზეწოლად [სტრასბურგის სასამართლოზე]. ჩვენ თუ მთლიანად გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმეების მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით, ამის ფაქტები არსებობს, ეს შეგვიძლია ამოვიღოთ, სიუჟეტები არსებობს, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძის პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტის, პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლა.

კომენტარები