აღდგომა

პრემიერი: ღრმად მწამს, ჩვენი ქვეყანა წელში გაიმართება და დაიბრუნებს ძველ დიდებას

ვუსურვებ საქართველოს ფეხზე წამოდგომას, ყველა ოჯახს ვუსურვებ გაძლიერებას, წელში გამართვას და მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წელში გაიმართება და დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვენატრება. პირველი, ალბათ ის იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ერი გამთლიანდება. ერის გამთლიანების გარეშე ქვეყნის დიდება ვერ მიიღწევა.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

კომენტარები