რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

სამადაშვილი: როგორ მოახერხეთ, რომ რუსეთს აღარავინ ახსენებს ვალდებულებებს?

2008 წელს ჩვენ ვაფრთხილებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში არ დამთავრდებოდა რუსეთის აგრესია, რომ შემდეგი იქნებოდა უკრაინა, შემდეგი იქნებოდა ყირიმი და სამწუხაროდ, ჩვენი გზავნილი მაშინ არ იქნა შესმენილი და დღეს ჩვენ ვხედავთ, სადაც არის მსოფლიო, სადაც არის ევროპა, სადაც არის ევროპის და რუსეთის ურთიერთობები.

საერთაშორისო კონტექსტი სრულიად შეიცვალა 2008 წლის შემდეგ და როგორ მოახერხეთ, რომ დღეს, 2017 წელს, როდესაც საუბრობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, საქართველო გეგონება, აღარ არსებობს მსოფლიოს რუკაზე, როგორ მოახერხეთ ის, რომ აღარავინ ახსენებს რუსეთს მის შეუსრულებელ ვალდებულებებს, ეს არის იმის შედეგი, რომ თქვენ დღესაც აგრძელებთ რუსეთთან გაუგებარ მოლაპარაკებებს, ბატონი აბაშიძე, რომელიც გვიცხადებს, რომ ის ვალდებული არ არის, პარლამენტში მოვიდეს და წარადგინოს ანგარიში, ბედავს და ღიად საუბრობს ისევ ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოლიტიკურ ძალაზეა საუბარი, ერთი რამ ნათელია - ეს ადამიანი არის სრულიად შეუფერებელი, აწარმოოს მოლაპარაკებები ამ ქვეყნის სახელით რუსეთთან და ეს ფორმატი არის მავნებლური ფორმატი, რომელმაც დააკნინა ჟენევის მოლაპარაკებები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართავს.

კომენტარები