რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კანდელაკი: რას აკეთებს პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი? არაფერს

ეს განცხადებები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის ის დონე, სადაც საკითხი წყდება და საკითხი წყდება უმაღლეს დონეზე, პრემიერმინისტრის დონეზე და ისმის კითხვა - რას აკეთებს პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი? პასუხი არის მარტივი - არაფერს, არაფერს, ბატონებო, არაფერს არ ამბობს და რატომ? საკითხავი არის ეს.

რამდენ დედაქალაქში ჩავიდა პრემიერი კვირიკაშვილი იმისთვის, რომ მოეხდინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის აქტუალიზაცია? არც ერთში. რამდენ მსოფლიო ლიდერს თუნდაც ტელეფონით დაურეკა პრემიერმა, იმისთვის, რომ მოეპყრო მსოფლიო ლიდერების ყურადღება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა დაბრუნების საკითხისკენ? არც ერთს და კითხვა არის მარტივი - რატომ?

მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთიანი საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები