სუს-ის ანგარიში

კვიციანი: როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი ბოკერია გვიზის, სხდომა გინდ დახურე, გინდ არა

რა მნიშვნელობა აქვს ღია იქნება თუ დახურული, [სუს-ის უფროსის მოსმენა] ბატონო ვახტანგ თქვენ ყველაზე კარგად იცით მაგი, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია გვიზის აგერ გინდ დახურე და გინდ გახსენი

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი სესიაზე სუსი-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს მიმართავს. ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ, რომ პოლიტიკური გამოსვლები და კითხვა-პასუხის ნაწილი დახურული არ იყოს. ამ გამოსვლის შემდეგ ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები