საკონსტიტუციო კომისია

კაპანაძე: ყველამ უნდა იცოდეს, რომ "ოცნება" შეურაცხმყოფლად ატყუებს მოსახლეობას

მარტივი არითმეტიკაა, რითაც დღეს ქართული ოცნება ატყუებს ამომრჩეველს:

1. აპირებენ, რომ დატოვონ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. 
2. პატარა პარტიებს არ აძლევენ ბლოკების გაკეთების საშუალებას. 
3. ბარიერვერგადალახული პარტიების ხმები მიაქვს გამარჯვებულ პარტიას. 
4. საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოწევა სურთ 3/4-დან 2/3-მდე.

ანუ, რეალურად ყველაფერს ზუსტად ისევე ტოვებენ, როგორც აქამდე იყო. ამ სისტემით, გამარჯვებულმა პარტიამ შეიძლება, ზუსტად ისევე მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც ეს დღეს ოცნებამ გააკეთა ხმების 48%-ით. შესაბამისად, ამ მოდელით პროპორციული სისტემის "შემოღება" სრულიად კარგავს აზრს.

ველოდებით ბოლო "დრაფტს". თუ ეს ყველაფერი ასევე დარჩა, არანაირი აზრი აღარ ექნება საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენას.

უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართული ოცნება ძალიან მარტივად ატყუებს მოსახლეობას. შეურაცხმყოფლად ატყუებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე Facebook-ში, საკონსტიტუციო კომისიის შესახებ.

კომენტარები